- Advertisement -

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას კვლავ აპროტესტებს

პანკისის ხეობაში აქცია მიმდინარეობს.ადგილობრივები სოფელ დუისში შეიკრიბენ და კვლავ ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
პანკისელების თქმით,სოფელ ბირკიანში ხადორის 3 ჰესის აშენება ხეობას ეკოლოგიურ პრობლემას შეუქმნის,რის გამოც კმპანიას მშნებლობის უფლებას არ მისცემენ.

აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, თითქმის ორი კვირაა ჰესების აშენების აქტიურ მოწინააღმდეგეებს პოლიციაში იბარებენ და პტოტესტის შეჩერებას სთოხვენ.

"ჩვენ არ ავაშენენებინებთ კიდევ ერთ ჰესს ხეობაში,სოფელთან და ხალხთან ახლოს.კიდევ უფრო არ დავაზიანებთ ბუნებას.ჩვენ მოვითხოვხობვთ ასევე შეწყდეს პოლიციაში აქტიური დაბარებები იმ ხალხის,ვინც აქტიურად აპროტესტებს მშენებლობას.მოვიდნენ და შეგვხვდნენ.მოისმინონ ჩვენი პოზიცია."- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,შენეგელი ტოხოსაშვილმა. 

მოსახლეობა,პრეზიდენტის,პრემიერის,პარლამეტტის თავჯდომარის,სახალხო დამცველის და საქართველოში არსებული დიპლომატიურ მისიებს სახელზე სპეციალური განცხადების დაწერას გეგმავს.

დღევანდელი აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და დამნაშავების დასჯაა.

Comments
Loading...