- Advertisement -

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება

საზოგადოებრივ ცენტრთან რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. ადგილობრივები გასული წლის 26 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ. 

მაჩალიკაშვილის ოჯახთან ერთად აქციაზე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც. თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მოთხოვნები უცვლელია. მალხაზ მაჩალიკაშვილი მისის გარდაცვლილი შვილისთვის დამნაშავის სტატუსის მოხსნას და საქმის დროულ და ოპერატიულ გამოძიებას მოითხოვს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციების თბილისში გაგრძელებას არ გამორიცხავს.

Comments
Loading...