- Advertisement -

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ადგილობრივი მოსახლეობა უხუცესებსა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან ერთად, პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში შეიკრიბა. შეკრებულებმა საგანგებოდ მიმართეს ხელისუფფლებას.
მიმართვა უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა გააჟღერა.

"ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს,რატომ ჩაატარეს ანტიტერორისტული ოპერაცია ამ ფორმით.ჩაეტარებინათ კრიმინალური ოპერაცია და არა ასეთი ღირსების შემლახველი მოქმედებები,როდესაც მოხუცებულ ადამიანს საცვლების ამარა პირქვე აწვენ და უვარდები.დაიძახონ, ჩვენ ყოველი ქისტი ვინც არ უნდა იყოს, სახლში შევიპატიჟებთ.ჩვენ ასევე გვაინტერესებს, რატომ გახდა საჭირო სროლა ახალგაზრდისთვის.დარწმუნებულები ვართ, რომ სროლა არ იყო საჭირო.ჩვენ კარგად გვესმის როგორ და რა ტრაექტორიით ისვრიან იარღს.ეს ჩვენთვის უცხო არაა..აქ აშკარად ჩანს, რომ მაჩალიკაშვილის მისამართით დამიზნებით არის ნასროლი.ამასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები და ველოდებით სახლმწიფოსგან და მთავარი პროკურორისგან გამოხმაურებას. " განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

ცნობისათვის, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სუსის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრასაც ითხოვდა.

Comments
Loading...