- Advertisement -

პანკისში ადგილობრივები “ხადორი 3 ” ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ

პანკისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ადგილობრივები "ხადორი 3 " ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. ამ წუთებში მოსახლეობა სოფელ ბირკიანშია შეკრებილი და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

ადგილობრივები ფიქრობენ, ჰესის არსებობა საფრთხეს შეუქმნის ხეობას.

"ეს ჰესი რომ გაკეთონ ბევრი პრობლემა იქნება. მათ შორის ყველაზე პირველი წყლის, აღარ იქნება სარწყავი და სასმელი წყალი.ბირკიანის მთავარ სარწყავ არხს მოაქცევენ უზარმაზარ მილში ,აღარ იქნება თევზი..ზაფხულში საბანაო ადგილებიც დაშრება,საფრთხე შექმნება ხეობაში ტურიზმის განვითარებასაც.არსებობს ოფიციალური დასკვნა, რომ საფრთხის წინაშე დადგება ხეობა..ეს ჰესი რომ ააშენონ ჩვენ არანაირი სარგებელი არ გვექნება ,გადასახადზეც კი არ გვექნება შეღავათი.ამიტომ არ გვინდა ამ ჰესის მშნებელობა." – განაცხადა აქციის მინაწილე, გივი ბორჩაშვილმა.

Comments
Loading...