- Advertisement -

პანკისში, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებულ შმაგი მუთოშვილს 4,5- წლიანი პატიმრობა შეეფარდა

შმაგი მუთოშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ 4,5- წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ თამარ კაპანაძემ მუთოშვილი დამნაშავედ იარაღის უკანონო შეძენა- შენახვაში ცნო, ხოლო უდანაშაულოდ ორ მუხლში, რომელიც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის ტარებას გულიხსმობს.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდებულის ადვოკატი.მისი თქმით,საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება რის საფუძველზეც შმაგი მუთოშვილი პატიმრობაში დარჩა, უფლებადამცველი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სასამართლოს მიმდებარედ 35 წლის ახალაგზრდის ოჯახის წევრები და თანასოფლელებიც იყვნენ შეკრებილები.

გამოძიება შმაგი მუთოშვილს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას ედავებოდა.

ცნობისთვის,შმაგი მუთოშვილი, 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას მოკლილი 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის – მუთოშვილების და ქავთარაშვილების შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგძელელება იყო,მეორე ვერსიით კი მხარები შორის კონფლიქტი ხეობაში ჰესების აშენების საკითხის უკავშირდებოდა

Comments
Loading...