- Advertisement -

პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე “გეზრბენში” შეჯიბრი გაიმართა

მიმდინარე წლის 6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეჯიბრი ,, გეზრბენში’’, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.

შეჯიბრი ჩატარდა გოგონებსა და ბიჭებში, სადაც გოგონებმა 600 მეტრზე და ბიჭებმა 800 მეტრ დისტანციაზე ირბინეს.

პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეებს თასები გადაეცათ, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს მედლები.

Comments
Loading...