- Advertisement -

პარლამენტის წინ ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, პარლამენტის წინ ზუგდიდიდან ჩასული გარემოვაჭრეები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის მიღებამდე ძველ ადგილზე გარევაჭრობის ნებართვას თხოვენ.

მათი თქმით, არ არიან წინააღმდეგი ალტერნატიულ ფართზე გადავიდნენ, თუმცა ახალი ბაზრის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, რის გამოც ისინი რამდენიმე თვე ვერ იმუშავებენ, რადგან თითქმის ყველა ოჯახს ბანკიდან სესხი აქვს გამოტანილი.

„მეცხრე დღეა აქციები გვაქვს ზუგდიდში და ყურაღებას არავინ გვაქცევს. ჩვენსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება არ შედგა. მოვდით პარლამენტში და მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება. შემოგვთავაზეს ალტარენატიული ფართი და პროექტიც გვაჩვენებს, წინააღმდეგი არ ვართ იქ მუშაობის, მაგრამ ჯერ მშენებლობაც არ დაწყებულა და მანამდე სად წავიდეთ, როგორ ვიმუშაოთ? გვაქვს ყოველდღიური სესხები, სახლები იპოთეკაში. მოვითხოვთ, პარლამენტისგან ყურადღებას და ვიდრე ახალი ფართო მოეწყობა, იქამდე დაგვრთონ ნება ძველ ადგილზე ვიმუშაოთ“–აცხადებს გარემოვაჭრე მარინა ფარულა.

აქციის მოანწილეების განცხადბეით, სამუშაოს გარეშე, თვეების განმავლობაში 80 გარემოვაჭრე რჩება.

Comments
Loading...