- Advertisement -

პატარაძე: აჭარის რეგიონში “ქართული ოცნება” უპირობო ლიდერია

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას მადლობას უხდის არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობისათვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მილოცვას აქვეყნებს:

„21 ოქტომბერი – კიდევ ერთი გამარჯვების დღეა. მინდა მთელს საქართველოს მივულოცო, რომ არჩევნები მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა – "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" უპირობო ლიდერია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკეთეს მომავალს, სწრაფ განვითარებას, ძლიერ რეგიონსა და ძლიერ თვითმმართველობას.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ასეთი დიდი ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე მჯერა, რომ ჩვენი კანდიდატები ყველაფერს გააკეთებენ ამ ნდობის გამართლებისა და განმტკიცებისათვის!

21 ოქტომბრის არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი პარტიის გამარჯვება, ეს არის ქართული დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის კიდევ ერთი გამარჯვება.

გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს! ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“

Comments
Loading...