- Advertisement -

პატარაძე: მივიღე გარანტია, რომ ბათუმის პორტში არ მოხდება კადრების შემცირება

"მე განვახორციელე რამდენიმე ზარი ასტანაში, ვესაუბრე ყაზახურ მხარეს და მივიღე გარანტია, რომ არ მოხდება კადრების შემცირება" – აღნიშნული შეთანხმების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პორტის თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ მთავრობა დაინტერესებულია დაიცვას, როგორც ინვესტორის, ასევე დასაქმებულთა ინტერესები, სწორედ ამ მიზნით მოხდა აჭარის მთავრობის ჩართულობა პორტში განვითარებულ მოვლენებში.

"მე განვახორციელე რამდენიმე ზარი ასტანაში, ვესაუბრე ყაზახურ მხარს და მივიღე გარანტია, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება კადრების შემცირება და სამსახურიდან გაშვება. მე მივიღე დადებითი პასუხი და მოვუწოდებ ყველა თანამშრომელს შეწყვიტოს პროტესტი."

დღეს აჭარის მთავრობის თავმკდომარემ ნაციონალური მოძრაობის ბრალდებასაც უპასუხა. ოპოზიციის განცხადებით ბათუმის პორტით დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილის კომპანია და შეგნებულად მიმდინარეობს პორტის გაკოტრება. ზურაბ პატარაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი განმარტებით ყოველგვარი ცვლილება ყაზახი ინვესტორის გადასაწყვეტია, აჭარის ხელისუფლება კი პროცესში მხოლოდ კრიზისის განმუხტვის მიზნით ჩაერთო და ხელისუფლებას პორტში ინტერესები არ გააჩნია

Comments
Loading...