- Advertisement -

პატარიძე: ილია მეორე უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გამოირჩევა აჭარის მიმართ

აჭარის მთავრობის თავმდჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. მინდა მივულოცო უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 85 წლის იუბილე.

"ქართველ ხალხს წილად გვხვდა ბედნიერება ვიყოთ მისი უწმინდესობის თანამედროვენი. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე. პატრიარქის წინამძღოლობით 40 წლის მანძილზე მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, გაძლიერდა ქართველი ხალხის რწმენა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, შენარჩუნდა უნიკალური ქართული საგალობლები. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გამოირჩევა ჩვენი რეგიონის – აჭარის მიმართ, სადაც თავისი მრავალწლიანი სასულიერო ცხოვრების შვიდი წელი გაატარა. იგი აჭარას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების კერად, განმანათლებლად მოიხსენიებს და ეს ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება.

ვულოცავ ერის სულიერ მამას ღირშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებულ მილოცვის ტექსტში.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

Comments
Loading...