პატრიარქი გიორგობას მაღალმთიანი აჭარიდან 300-მდე ბავშვს მონათლავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 19 ნოემბერი, 2017 314 გიორგობის დღესასაწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება და 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება.- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.. 23 ნოემბერს, გიორგობას რიგით 51-ე ნათლობა ჩატარდება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 670-მდე ბავშს მონათლავს. აქედან 300-მდე ბავშვი მაღალმთიანი აჭარიდან – ხულო, ქედა, შუახევიდან იქნება. ცნობისთვის, ამ დრომდე პატრიარქს 33 232 ნათლული ჰყავდა.