- Advertisement -

“პატრიოტთა ალიანსმა” იმერეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში ქუთაისისა და იმერეთის ქალაქების მერობის კანდიდტები და პარტიული სიის პირველი ნომრები წარადგინა. 

რიგორც დავით თარხანმოურავმა ოპერის თეატრში შეკრებილ ამომრჩეველს განუცხადა პატრიოტთა ალიანსი არის ძალა რომელსაც შეუძლია ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პატრიოტთა ალიანსის იმერეთში მერობის კანდიდატების და პარტიული სიის პირველი ნომრების სია ასე გამოიყურება: ქუთაისი- მერობის კანდიდატი გია ბახტაძე. ზესტაფონი- მერობის კანდიდატი გიგა გაბრიჭიძე.

თერჯოლა- მერობის კანდიდატი ხვიჩა წკეპლაძე. ჭიათურა- მერობის კანდიდატი ამირან მაჩიტიძე. საჩხერე- სიის პირველი ნომერი კახა ჭიტაძე. ტყიბული- მერობის კანდიდატი გოდერძი ცნობილაძე, სიის პირველი ნომერი ბესიკ ცქიფურიშვილი.

ხარაგაული- მერობის კანდიდატი პაატა კიკნაძე, სიის პირველი ნომერი თეიმურაზ ფცქიალაძე. ბაღდათი- სიის პირველი ნომერი როლანდ გაჩეჩილაძე. წყალტუბო- მერობის კანდიდატი ირაკლი გველესიანი, სიის პირველი ნომერი ზვიად ჩიხლაძე. ვანი- მერობის კანდიდატი გოგიტა ხურციძე. ხონი-სიის პირველი ნომერი ირაკლი დოჭვირი. სამტრედია – მერობის კანდიდატი კამო კანდელაკი.

Comments
Loading...