- Advertisement -

პირველად შუახევის 10 სამთო იალაღზე ელექტროგადამცემი შიდა ქსელი მოეწყობა

შუახევის მერია სამთო იალაღებზე შიდა ქსელის მოწყობისთვის – 685 000 ლარს დაჯარჯავს, უწყების ინფორმაციით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ყავრიანი, კირჩხიანი, გრძელგორი, ნაყორვალა, ნაფოცხვარა, ხარიათაღი, მთაპატარა, შუა იეილა, ჯვარი მინდორი, ტყისველა – აღნიშნულ მთებს, სადაც ელექტროსისტემა არასდროს ქონია, პროექტის პირველი ნაწილი – ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზის მიყვანა , გასულ წელს დასრულდა. მიმდინარე წელს განხორციელდება პროექტის მეორე ნაწილი – ამ მთების ელექტროგადამცემი შიდა ქსელის მოწყობა.

პროექტით ისარგებლებს ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყარის და ნაწილობრივ დაბა შუახევისა და უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა.

ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და სამომავლოდ ყველა მთას მოიცავს. მთებს, სადაც გაყვანილია ელექტროსისტემა განხორციელდება რეაბილიტაცია-განახლება.

Comments
Loading...