- Advertisement -

პირველად ბახმაროში, ზღვის დონიდან 2500 მეტრის სინაღლეზე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

ამ წუთებში, ბახმაროს მთებში მუსკლაური ფესტივალისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ასევე, ჩატარდება ტრადიციული დოღი, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი.

ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.

კომპანია „წყალი მარგებელისა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი მოეწყობა, ღონისძიებისთვის წყაროს წყალმა “ბახმარომ” სპეციალური საპრიზო ფონდი დააწესა, ხოლო ბახმაროს თასის პარტნიორი “ართთაიმი” გამარჯვებულებს ბრენდების „Tissot” და “Swatch” საათებს გადასცემს.

ორგანიზატორების ინფორმაციითმ ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან.

Comments
Loading...