- Advertisement -

პირველად საქართველოში “აგრობიბლიოთეკა” გაიხსნა

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ინიციატივითა და მხადაჭერით,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსში „აგრობიბლიოთეკა" გაიხსნა.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.“ ყველანაირი ინფორაცია,რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება ამ კაბინეტშ იქნება განთავსებული.

„კაბინეტში განთავსებული ინფორმაცია სოფლის მეურნეობის შესახებ არ იქნება მხოლოდ წიგნებისა და ბროშურების სახით, ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ შეძლონ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება. კაბინეტში ამ ეტაპზე განთავსებულია ასამდე წიგნი და ეტაპობრი გაიზრდება ეს რაოდენობა. მაგალითად, არის ასეთი წიგნი „გზა ფერმერობამდე“ . წიგნში აღწერილია საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული სამოცზე მეტი სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, ასევე, მათი წარმოებისათვის აუცილებელი ფაქტორების – კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების მიხედვით. ყველა წიგნი ,რომელიც განთავსდება ამ კაბინეტში, მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ელექტრონულადაც. ამის გაციფროვნებაში ეროვნული ბიბლიოთეკა გვეხმარება,“-აღნიშნა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ . 

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" მმართველობითი საბჭოს წევრები დაესწრნენ.

"ფერმერთა ასოციაციასთან ერთად შევქმენით ბიბლიოთეკა, რომელიც გულისხმობს აგრალური სფეროთი დაინტერესებული ადამიანის დაკმაყოფილებას. ჩვენ ვეცდებით , რომ ეს სივრცე შეივსოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული აგრო ლიტერატურით. ეს სივრცე არის აუცილებელი სივრცე ,რადგან საქართველო აგრალური ქვეყანაა. ხშირად ვსაუბრობთ პრობლემებზე და თუკი ჩვენ არ გვექნება შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ძალიან რთულად გადავწყვეტთ პრობლემებს ,რომელიც ჩვენს წინაშე დგას,“ -აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
 

Comments
Loading...