- Advertisement -

პირველი ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი საქართველოში ქუთაისში დაიდგა!

პირველი ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი საქართველოში ქუთაისში მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკში დაიდგა!  ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ერთის მხრივ გამოიმუშავოს ენერგია და მეორეს მხრივ დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და გაჯეტები.

იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგია". როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამბობს ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების აწყობაზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები და დაფიქრდნენ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე. ენერგიის დამზოგავი ველოსიპედებით გვინდა ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ე.წ. "Charging Eco Space"-ის სკვერში სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტივობები ინტენსიურად გაიმართება." – ამბობს ეკატერინ ემარუქაშვილი, RICDOG გენერალური მდივანი.

ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში დამონტაჟება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მოხდა. პრეზენტაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ესწრებოდა. შენგელიას თქმით აღნიშნული ფაქტი არის ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითი თუ როგორ შეილება არასამთავრობომ და სამთავრობო სექტორმა ითანამშრომლოს.

"ეს არის ცოცხალი მაგალითი თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ და არასამთავრობო სექტორმა. ამ თანამშრობლობის საფუძველე დღეს ქუთაისის მაცხოვრებლებს აქვს ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საინტერესო, ადგილობრივებისთვის ბენეფიტის მომტანი იდეების ირგვლივ ვითანამშრომლოთ ამა თუ იმ სექტორის წარმომადგენლებთან." – განაცხადა ირაკლი შენგელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

სპეციალურად პრეზენტაციისთვის საქართველოში საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციის 350.ORG-ის რეგიონალური კოორდინატორი სვიტლანა რომანკო ჩამოვიდა.

"თუ გვინდა რეალური ცვლილებები მოვიტანოთ ამ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს. მჯერა, რომ ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები მოიტანს რეალურ ცვილებებს ქუთაისში. ექნება უფრო მეტი დაინტერესება ადგილობრივებიდან, სამთავრობო და ბიზნეს სექტორიდან და ყოველწლიურად გაიზრდება ენერგიის დაზოგვის საშუალებების მოხმარება პრაქტიკაში. ველოსიპედები არის ნათელი მაგალითი დაინახოს ყველამ თუ რგორ შეიძლება ენერგია დამოუკიდებლად მოიპოვო და დაზოგო ელექტრო ენერგიისთვის გადასახადი თანხა." – განაცხადა სვეტლანა რომანკომ, 350.ORG რეგიონალური კოორდინატორმა.

ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები RICDOG-მა პროექტის "Сharging Eco Space"-ის ფარგლებში დაამონტაჟა. აღნიშნული პროექტის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. პარკში განთავსებულ ველოსიპედების სკვერს სიმბოლურად "Charging Eco Space" ეწოდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

პროექტი "Сharging Eco Space" 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით RICDOG-ის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

Comments
Loading...