- Advertisement -

პირველი ქართული ავანგარდული მოძრაობის დაფუძვნებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს

1 ოქტომბერს, ბათუმის ახალ ბულვარში, ამფითეატრის ტერიტორიაზე ილია და კირილ ზდანევიჩების მიერ პირველი ქართული ავანგარდული მოძრაობის 41˚ -ის დაფუძნებიდან 100 წლისთავი აღინიშნა,- ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მოეწყო გამოფენა, რომელიც მომზადებული იყო ილია ზდანევიჩის არქივებიდან ამოღებული მასალებით. დიზაინერმა უტა ბექაიამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წარმოადგინა კოსტიუმირებული დადა პერფომანსი „ილიაზდი“. გამოფენას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე.

მოწვეული სტუმრები იყვნენ რეჟის ჟირო – არტ კურატორი, ილია ზდანევიჩის მკვლევარი; ბორის ფრიდმანი – ილია ზდანევიჩის გამოფენის კურატორი (პუშკინის მუზეუმი, 2016 წელი); სერგეი კუდრიავცევი – არტ კურატორი, ილია ზდანევიჩის მკვლევარი; მარი ჟანტი – შანელის სახლის არქივების წარმომადგენელი; ფრანსუა მერე – ილია ზდანევიჩის კლუბის პრეზიდენტი ; მიხაილ კარასიკი – რუსული ფუტურიზმის სპეციალისტი და "41 გრადუსის" გამოფენის კურატორი, მწერალი, პეტერბურგის უნივერსიტეტი.

ილიაზდის ფორუმი საფუძველს უყრის თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრის და მიზიდულობის შექმნას და განვითარებას ბათუმში; ფორუმი შესაძლებელი გაიმართოს ყოველწლიურად და გაფართოვდეს როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატი და დღის წესრიგი, ასევე ადგილობრივი სახელოვნებო ინსტიტუციების ჩართულობა.

აღნიშნული პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და არტ სტუდია ,, DITCOMMA’’ -ს ორგანიზებით გაიმართა.

Comments
Loading...