- Advertisement -

პლანეტის საუკეთესო კანოისტებს შორის ქართველები მოხვდნენ (ვიდეო)

კანოეში მსოფლიო თასის ფინალური გაცურვა ქართველი სპორტსმენების წარმატებით დასრულდა. შეჯიბრება უნგრეთის ქალაქ სეგედში გაიმართა, სადაც 50-მდე ქვეყანა მონაწილეობდა. მცხეთელმა ზაზა ნადირაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფოთელმა მურმან მალანიამ მე-7 ადგილი დაიკავა.

ასევე პლანეტის 9 საუკეთესო კანოისტ გოგონებში, დუშელი მარიამ ქერდიკაშვილი მოხვდა. რამდენიმე დღით ადრე მან პრესტიჟულ მსოფლიო დონის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

"შედეგით კმაყოფილი ვარ ვაჩვენე დრო რომელიც რეკორდია ჩემს სპორტულ კარიერაში, დანარჩენი წინ არის უფრო დიდი და მნიშვნელოვანი შეჯიბრებებია, რომლისთვისაც ვემზადებით და მაქსიმალურად ვცდილობთ შედეგი გავაკეთოთ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვისაც ამაში წვლილი შეაქვს", –  აღნიშნა კანოე კლუბ "საქართველოს" წარმომადგენელმა მურმან მალანიამ.

Comments
Loading...