- Advertisement -

პოლიტიკური პარტიების იმერეთისა ორგანიზაციების რეგიონულმა ლიდერებმა ქვეყანაში და ქუთაისში არსებული წინასაარჩევნო გარემო შეაჯამეს

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების იმერეთისა და ქუთაისის ორგანიზაციების რეგიონულმა ლიდერებმა ქვეყანაში და ქუთაისში არსებული წინასაარჩევნო გარემო შეაჯამეს.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატების შანსებზე ისაუბრეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ამომარჩევლების მოსყიდვის, დაშინებების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა.

პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მოძრაობა ძალა ერთობაშია ქუთაისის წარმომადგენლის, ქუთაისის საკრებულოს წევრის გიგა შუშანიას თქმით წინასააჩვევნო გარემო არის ძალადობრივი. “ქუთაისის მერიის ყველა სამსახურს დაავალეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა 30 კაციანი სიების მიტანა. ქუთაისის მერი არის სუსის ზონდერი, რომელიც დაკავებულია გრიგოლ ვაშაძის პლაკატების ჩამოხევით და გადაღებვით”-განაცხადა შუშანიამ.

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წარმოამდგენლის კოტე რატიანის თქმით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება არ მოხდა გამჭვირვალედ. “კომისიები დაკომპლექტდა ქართული ოცნების მხარდამჭერებით. იმ პირებს, ვისაც წინა არჩევნებზე ჰქონდათ ადმინისტრაციული სახდელები კვვლავ ჩასვეს კომისიებში”-განაცხადა რატიანმა.

“თავისუფალი საქართველს” საპრეზიდენტო კანდიდატის კახა კუკავას საარჩევნო შტაბის ხელმძღავანელი გოგი წულაია კი ამბობს რომ ხელისუფლება ემზადება ტოტალური გაყალბებისთვის, რა შემთხვევაშიც პარტია თავისუფალი საქართველოს მხარდამჭერები მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ. “ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ქუჩის აქციები, რადგან ხელისუფლება უკვე ამბობს რომ პირველივე ტურში იგებს მათი კანდიდატი, რაც ნიშნავს რომ სრული გაყალბებისთვის ემზადებიან”-განაცხადა წულაიამ.

“გირჩის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი არჩევნები არათანაბარ გარემოში ტარდება. გაყალბებაზე საუბარი კი ჯერ ადრეა. “1012 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული მილიონი ლარით გაიზარდა ბიუროკრატიული ხარჯი და ადმინსტრაციული რესურსი, რაც ნიშნავს იმას რომ ხლიაუფლება ადმინისტრაციული რესურსს აქტიურად იყენებს”.

Comments
Loading...