- Advertisement -

პოლონეთის ქალაქ პოზნანსა და ქუთაისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ბიზნეს ფორუმს, რომელიც სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდ გამოფენა-გაყიდვას ითვალისწინებს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ელჩი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან.

პოზნანი ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქია, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქებს შორის 2009 წლის 6 ივლისს გაფორმდა. მიმდინარე შეხვედრაზე კი მხარეებმა მემორანდუმი განაახლეს და კიდევ ერთხელ განიხილეს პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროებში. შეთანხმდნენ, რომ ქუთაისსა და პოზნანს შორის თანამშრომლობა მომავალში უფრო ნაყოფიერი და მრავალმხრივი იქნება.

ქალაქების დამეგობრებიდან 10 წლის იუბილე პოზნანში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.

Comments
Loading...