“პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა ipressზუგდიდი დამატების თარიღი 6 დეკემბერი, 2018 82 სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა. “პრაიმედის” ქსელში შემავალი, სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა სპეციალისტებმა სტუდენტებისთვის გამართეს ლექცია-სემინარი თემაზე:”დავასრულოთ შიდსის ეპიდემია”. კვირეულის ფარგლებში გაიმართა სტუდენტებთან ინტერაქტიულუ გამოკითხვა აღნიშნულ თემაზე. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა გაიარეს უფასო ტესტირება აივ ინფექციაზე. ზუგდიდიშიდსთან ბრძოლა