- Advertisement -

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს

გიორგი მარგველაშვილი ჯერ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის შესახებ მოისმენს ინფორმაციას, მოგვიანებით კი ქვეყნის პირველი პირი ოპოზიციასაც შეხვდება. "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე არ ასაჯაროვებს, ვინ შეარჩია მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად.

გია აბულაძის განმარტებით ამ ეტაპზე მთავარია პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთპიროვნულად არჩეული კანდიდატი არ წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.

"პრეზიდენტისაგან მოვისმენთ რა დამოკიდებულება ექნება, მას რეგიონისადმი. ის ითამაშებს ბიძინა ივანიშვილით დადგენილ პოლიტიკურ თამაშს თუ ის ამოვა რეგიონის ინტრრესებიდან და ამ შემთხვევაში მოისმენს სხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ საზოგადოების წინადადებებს. რა თქმა უნდა ჩვენ პარტიის შიგნით ძალიან კომპეტენტური ადამიანები გვყავს, რომელსაც შეუძლია მართოს რეგიონი იმაზე უკეთესად ვიდრე "ქართული ოცნება" გვთავაზობს წლების განმავლობაში, თუმცა ამასთან ერთად მზად ვართ მოვიმსმინოთ პრეზიდენტის წინადადებები პარტიის გარეთაც კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. ჩვემთვის მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში შეირჩეს კანდიდატი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და არ შეასრულებს მორჩილად მის დავალებებს და ის ანგარიშ ვალდებული იქნება ხალხთან და არა ერთ ოლიგარქთან."- განაცხადა გია აბულაძემ

უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა კი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი რეგიონში დესტაბილიზაციას არ შეუწყობს ხელს და "ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატურას წარადგენს.

უმრავლესობის შეთავაზება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ცნობილია და ჩვენ შევეცდებით პრეზიდენტს დავუსაბუთოდ თუ რატომ მივიღეთ ამ ტიპის გადაწყვეტილება, ანუ რატომ გვსურს უმრავლესობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მას აქვს კარგი სამუშაო გამოცდილება და ახალგაზრდაა. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრული უნარები და გამოცდილება არის საფუძველი იმისა, რომ უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც რეგიონს და მის მოსახლეობას აწუხებს",- განაცხადა დავით გაბაიძემ

რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი ეს პოლიტიკურ სუბიეწტებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. პრეზიდენტს აჭარის უმღლეს საბჭოში 12:00 საათზე ელოდებიან

Comments
Loading...