- Advertisement -

პრეზიდენტი: ბიზნესს არ უყვარს დილემა, მაგრამ შრომის უსაფრთხოება ძალიან სერიოზული საკითხია

"ბიზნესს არ უყვარს დილემა, მაგრამ შრომის უსაფრთხოება ძალიან სერიოზული საკითხია"- განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავში, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.

"მხოლლდ მაშინ კი არ უნდა წამოიწიოს წინ ამ საკითხმა, როდესაც იზრდება ლეტალური შემთხვევების რაოდენობა. საკანონმდებლო ორგანოს აქტიური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ბიზნეს სექტორთან, პროფკავშირებთან და მიღებული ინფორმაციების შეჯერების საფუძველზე უნდა შეიქმნას სწორი კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების საკითხში", – განაცხადა პრეზიდენტმა.

Comments
Loading...