- Advertisement -

პრეზიდენტი პანკისელებს: ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთად ვაშენებთ ძლიერ თავისუფალ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტმა,თელავში სტუდენტებთან შევხედრისას ,პანკისელი ახლაგზრდის შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც მიზნად ისახავდა ხეობაში ბოლო დროს ჩატარებული სპეცოეპრაცის შეფასებას.

"როდესაც იღუპება ახალგაზრდა ეს თავისთავად ძალიან მტკივნეულია და დიდი დანაკარგია როგორც ოჯახისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. მე არ დავიწყებ იმის განხილვას რამდენად სწორად მოხდა ეს, გამოძიების დეტალებში არ შევალ.

არაერთხელ მითქვამს, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მეც და ქართულ საზოგადოებასაც პანკისთან .სიყვარულის , პატივისცემის და თქვენ ეს უნდა იგრძნოთ. ნებისმიერი ვინმე ვინც ისაუბრებს რომ ეს ასე არ არიის და ვინც უარყოფითის გაღვივებას შეეცდება, ის იქნება მტერი.

თქვენ ხართ საქართველოს მოქალქები ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ადათწესებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთად ვაშენებთ ძლიერ თავისუფალ საქართველოს და ტკივილმა და ტრაგედიამ არ უნდა დაანგრიოს მთავარი, რაც უგულისხმობა რომ ერთად უნდა გადავიტანოთ ტკივილიც და სიხარულიც. თქვენ ყველას უნდა გქონდეთ განცდა, რომ საზოგადოებას უყვარხართ და ერთად უნდა გადავიტანოთ ეს ტკივილი."- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა

Comments
Loading...