- Advertisement -

პრეზიდენტი: ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციები დაასრულა. გიორგი მარგველშვილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ვის კანდიდატს წარადგენს აჭარის მთავრობის თავმჯომარეობის პოსტზე.

როგორც პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს პირადად შეხვდება და გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.

პრეზიდენტს ასევე კითხვები აქვს პრემიერ მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის გადადგომასთან დაკავშირებითაც.

"მინდა გავასაჯაროო ის ემოცია, რომელიც იყო ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დროს. მეც ვიზიარებ ამ ემოციას. ყველა ოპოზიციურმა ძალამ ერთნაირად გამოხატა აღშფოთება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ, რა თქმა უნდა, ოპოზიციას, შეიძლება დიდად არ მოსწონდა ისინი, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას, რატომ მიდიხარ, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია და ხოლო მეორეს მხრივ არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ამას არ განვიხილავ კერძო ჭრილში -ჩემს ურთიერთობას ბატონ გიორგისთან, ჩემი ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია თქვენ იცოდეთ, მთავარია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რატომ გვყავს, ან არ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები.“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...