- Advertisement -

პრეზიდენტი წულუკიანზე: ვიზიარებ არასამთავრობოებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას

საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული მინისტრთა კაბინეტიც შეაფასა.გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ბატიაშვილის დანიშვნას დადებითად გამოეხმაურა.

ასევე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. რაც შეეხება თეა წუუკიანის ახალ მინისტრთა კაბინეტში დარჩენას გიორგი მარგვლეაშვილი აკრიტიკებს და ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული ისტორიების ტალღაზე პასუხისმგებლობას ყოფილ იუსტიციის მინისტრს აკისრებს.

„მინისტრთა კაბინეტი ჩვენ წარვადგინეთ კომენტარის გარეშე. მე ორ მინისტრთან ერთად ვიყავი სამიტზე და ხაზგასმით ვუთხრა მადლობა ორივე უწყებას და მინისტრებს, როგორც საგარეოს ასევე თავდაცვას, იმიტომ, რომ იმ სამიტზე იმ მიღწევას, რომ საქართველო იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი და ასეთი მიღწევა საქართველოს ჯერ არ ჰქონია. მინდა დადებითად გამოვეხმაურო ასევე ბატიაშვილის განათლების მინისტრად დასახელებას, მე ვიცი, რომ შეიძლება მისი სახელი მაინც და მაინც ცნობილი არ არის პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ მე ვიცნობ, მიმუშავია მასთან რიგ პროექტებზე და მხარს ვუჭერ, იმედი მაქვს მას ექნება წარმატება ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მე მარტივად ვდგავარ იმ პოზიციაზე, რომ ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას. მე ფაქტად ვხედავ, რომ სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისათვის ერთერთი არააქტიური ნაწილია და აქ მინისტრის წვლილი გასათვალისწინებელია. მიმაჩნია, რომ სერიოზულია უკმაყოფილებების ტალღა, ის ტრაგიკული ისტორიები, რომელსაც ერთი თვის წინ ვისმენდით რუსთაველზე, არ არის მარტო სარალიძის საქმე ეს იყო ათობით ადამიანის ტრაგიკული საქმე. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება ან პროკუტატურასთან ან შსს-სთან. აქედან გამომდინარე ვიზიარებ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით რადიკალური ზომები იყო გასატარებელი, – განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

Comments
Loading...