- Advertisement -

პრემიერი: სასიხარულო სიახლეა, რომ თუშეთში უკვე რამდენიმე დღეა სწრაფი ინტერნეტი გვაქვს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თუშეთში სწრაფი ინტერნეტის მიღების შესაძლებლობა ტურიზმის კიდევ მეტად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

პრემიერის თქმით, ზამთრის სეზონზე, ისევე როგორც გასულ წელს მოხდება ვერტმფრენის დანიშვნა.

"ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა, რომ თუშეთში უკვე რამდენიმე დღეა გვაქვს სწრაფი ინტერნეტი, 24 სოფელსა და 4 ხეობაში არის სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა თუშეთის განვითარების ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერნეტ სოსაედისთან ერთად. ვფიქრობ, იმ რეგიონისთვის, რომელიც 7 თვეა პრაქტიკულად სახმელეთო გზით მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა. მოგეხსენებათ, ჩვენ შარშანდელი ზამთრის სეზონში დავნიშნეთ ყოველ კვირა ვერტმფრენის რეისი, რომელსაცვ შსს-ს საზღვრის დეპარტამენტი ახორციელებდა სასაზღვრო პოლიცია. ვფიქრობ, წელსაც აუცილებლად იქნება ვერტმფრენის რეისის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, დამატებით სწრაფი ინტერნეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წვდომისთვის. იმისათვის, რომ ასევე ტურიზმის კუთხით ადგილობრივმა სასტუმროებმა შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და იმედი მაქვს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მათ დაეხმარებათ იმაში, რომ მსოფლიო ბუკინგის სისტემაში ჩაჯდნენ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თუშეთის 24 სოფელსა და ოთხ ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია – პროექტი ააიპ "თუშეთის განვითარების ფონდმა" საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა.

თუშეთში ამ ამ ეტაპისთვის უკვე დამონტაჟებულია შვიდი ანძა, მონიშნულია სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.

Comments
Loading...