- Advertisement -

პროგრამა “ახალგაზრდა მეწარმე”-ს ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ -ს ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი. 

პროგრამა ითვალისწინებს ვენახის გაშენებას, საოჯახო ტიპის მარნების მოწყობას, მაღალპროდუქტიული პირუტყვის ფერმის მოწყობას, რძის გადამამუშავებელი მიკრო საწარმოს მოწყობას, საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობას და სხვა საინტერესო მიმართულებებს.

შეხვედრაზე კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაცნეს პროგრამის პირობები, რაც ხელს შეუწყოს ახალგაზრდებს კვალიფიციური განაცხადების მომზადებაში, იდეის სწორად ფორმირებასა და ბიზნესის განვითარებაში. 

პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის IFAD ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრაზე დასმულ კითხვებს გაეცა შესაბამისი პასუხები.

სააგენტოში განაცხადებისა და თანამდევი დოკუმენტების წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად: www.apma.ge ან www.danida.arma.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ:

მაიკო ალექსიძეს – 595 07 52 50, არასამთავრობო ორგანიზაცია „აგროსერვისი“ და
ოთარ ჭიღლაძეს – 599 88 82 23, არასამთავრობო ორგანზიაცია „სოფლის მეურნების პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი“.

ასევე შრგიძლიათ იხილოთ: info@apma.ge

Comments
Loading...