- Advertisement -

პროექტის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“ ონლაინ პრეზენტაცია სენაკში

დღეს, პროექტის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ პრეზენტაცია.

ონლაინ შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერასა და მათ შორის კოორდინაციის გაძლიერებას.

პრეზენტაციაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

პროექტის პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების მხარდამჭერები არიან გაეროს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

Comments
Loading...