- Advertisement -

პროექტის “განავითარე შენი რეგიონის” ფარგლებში, კასპში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კასპის, კულტურის ცენტრში პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ , „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კასპის ეკონომიკური განვითარების თემაზე, იდეები და პრეზენტაციები წარმოადგინეს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იდეებიდან მოწონებული აიგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი „კინოთეატრი ღია ცის ქვეშ“. პროექტის ავტორები საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. 

სოციალურ პროექტს „განავითარე შენი რეგიონი’’, რომლის მიზანიც საქართველოში არაფორმალური განათლების პოპულარიზაციაა, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“ და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის ხელმძღვანელებმა, ანზორ მეგრელიშვილმა და გიგა გლუნჩაძემ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს კასპის მუნიციპალიტეტის მერს მანუჩარ მერებაშვილს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, კულტურის და სპორტი და განათლების სამსახურს.

Comments
Loading...