- Advertisement -

პროექტი “მრავალფეროვანი საქართველო”-ს მონაწილეები ახალციხეს ესტუმრენ

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“. პროექტის ფარგელბში დაგეგმილია რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში (ახალციხე – 7 ივნისი, ნინოწმინდა – 5 ივლისი, გარდაბანი – 21 სექტემბერი).

7 ივნისს, ახალციხეში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება – ცნობილი მწერალი გიორგი კეკელიძე და მეცნიერი ლაშა ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართავენ შეხვედრას, რომლის დროსაც საუბარი შეეხება წლევანდელ საიუბილეო თარიღებს, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. შეხვედრის დროს, ასევე ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

Comments
Loading...