- Advertisement -

“პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ” – გამაფრთხილებელი აქცია ფოთში

ორი თვის წინ დაკავებული მარტოხელა დედის, სალომე მიქაძის ახლობლებმა დღეს ფოთში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მას "ბევრილ ჯგუფის" მაღაზიაში 11 ათასი ლარის მითვისება ედება ბრალად, სადაც ის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სალომე მიქაძე უკანონო პატიმარია, მათი თქმით, სამხარეო პროკურატურა ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს და აჭიანურებს საპროცესო გარიგების გამოყენების შესაძლებლობას.ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატს მოუწოდებენ დაინტერესდნენ ამ საკითხით და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

"სალომე 5 წლის შვილის მარტოხელა დედაა.ის გახდა მსხვერპლი ამ მაქინაციის. მასზე კანონით წესდება შეღავათი , რასაც ჩვენ ვითხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესი ფორმები და ზომები იქნება მიღებული, ვინაიდან 5 წლის ბავში ძალიან განიცდის. ჩვენ გავიზიარეთ სალომეს და მისი შვილის უზარმაზარი ტკივილი,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ დარეჯან ცხვიტარიამ.

Comments
Loading...