- Advertisement -

პროფკავშირები: ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა იპოვეს

"ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა

ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

როგორც, პროფკავშირების წარმომადგენლები, რომელბიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, განცხადეს ნანგრევენში მოყოლილ გარდაცვლილ მუშას მიაკვლიეს. ამ წუთებშ სამაშველო სამსახურებს ის  გვირაბიდან გამოჰყვას.

ჰქონდა თუ არა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილი, პროფკავშირების განცხადებით გამოძიება დაადგენს,  თუმცა ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მგავს ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. 

Comments
Loading...