- Advertisement -

“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” წარმომადგენლები აზერბაიჯანელ ქალებთან შეხვედრებს აგრძელებენ

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" წარმომადგენლები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზსა და ნახიდურში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს შეხვდნენ და ქალთა საჭიროებებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დეპუტატები ლეილა ალიევა და ლუიზა რეხვიაშვილი, ასევე, ბოლნისის გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ფატი ტვილდიანი და ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ქეთი მარგიანი. საკრეულოს წევრებს თავიანთი საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ დარბაზელი და ნახიდურელი ქალები.

შეხვედრები პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში ტარდება, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას. პროექტი საქარტველოს 9 რეგიონის 12 ქალაქში ხორციელდება, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში – გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც ქალთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით 50 შეხვედრ ა გაიმართება.
 

Comments
Loading...