- Advertisement -

რამაზ ბოლქვაძე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო

►შუახევში გაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

►ქედაში გაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი დასკვნით ეტაპზეა, სამუშაოების 65% უკვე შესრულებულია. შუახევის დასრულების შემდეგ, უკვე სრულდება ქედის გაზიფიცირებაც.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე დასრულებულია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი ხიჭაურიდან ქედამდე და დაბა ქედიდან სოფელ პირველ მაისამდე.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო.

►ამ ეტაპზე სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს: ახალშენში, პირველ მაისში.

►გაზის მილები უკვე ჩადებულია 39 კილომეტრზე

►სამუშაოებში ჯამში 80 ადგილობრივია დასაქმებული

►პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს

►65 კმ მანძილზე სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება

გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაა. გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას. გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია.

 

Comments
Loading...