რა ღონისძიებები გაიმართება 13 ოქტომბერს, გურჯაანში, ღვინის ფესტივალი ფარგლებში – ipressგურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 10 ოქტომბერი, 2018 102 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ზე, რომელიც წელს მეორედ იმართება და წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად. გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ: o დაათვალიერონ გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურის, ველისციხის რეაბილიტაციის, ახალი ტურისტული ცენტრი-ქალაქის მშენებლობისა და ახალი ღვინის მარნების გამოფენა. o დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ ფასად; o მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში; o დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; o მოისმინონ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები და იხილონ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები; o მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებსა და გათამაშებაში და მოიგონ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიერ დაწესებული საჩუქრები; o გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, გახდნენ საუკეთესო ღვინოების გამოვლენისა და დაჯიდლოების თანამონაწილეები; o მონაწილეობა მიიღონ ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში; ფესტივალს დაასრულებს ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი. დღის ბოლოს, 19:00 საათზე კი გაიმართება ფილმის ჩვენება: „საქართველო – ღვინის სამშობლო“. გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი გენერალური სპონსორია სს “m2 უძრავი ქონება“, ხოლო მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით სონღულაშვილის პატრონაჟით. გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. გურჯაანი. ღვინის ფესტივალი