- Advertisement -

რეაბილიტაციის შემდეგ გახსნილ თელავის ისტორიულ მუზეუმს ტურისტების დიდი რაოდენობა სტუმრობს

ამის შესახებ “აიპრესს” მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ყოველდღიურად მუზეუმს გერმანელი, პოლონელი, უკრაინელი, რუსი ტურისტების დიდი ნაკადი სტუმრობს,დიდია ქართველი დამთვარიელებლის ინტერესიც.

“გახსნის შემდეგ უფრო იმატა ტურისტთა რაოდენობამ, ძირითადად ჩამოდიან რუსეთიდან, უკრაინიდან, გვსტუმრობენ გერმანელი და პოლონელი ტურისტებიც.ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მუზეუმი თანამედროვე სტანდარტების შესაფერისია და დამთვარიელებლის მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. მოგეხსენებათ ცალკე სივრცე გვაქვს ვერანდა, სადაც 15ოქტომბერს თელაველი შემსრულებლების მონაწილეობით საინტერესო საღამოს ვგეგმავთ. დასწრება, რა თქმა უნდა, უფასოა”, – განუცხადა “აიპრესს” ურჩუხიშვილმა.

Comments
Loading...