- Advertisement -

რეგიონიული ტურნირის გამარჯვებულები სპრინტში გურჯაანელი მოსწავლეები გახდნენ

თელავში, პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ სპრინტში 60 მეტრ დისტანციაზე რეგიონიული შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც გამარჯვება გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს.

გოგონებში გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან მოდებაძე გახდა, ხოლო ბიჭებს შორის გამარჯვება ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკა ქართლელიშვილმა მოიპოვა.

გამარჯვებულებს სპეციალური მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ასევე საჩუქრად მიიღეს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის საგზური.

პროექტს „სპორტი ბარიერების გარეშე“ სსიპ ბავშვათა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორცილებს
 

Comments
Loading...