რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა სიახლეები დამატების თარიღი 30 მარტი, 2018 408 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს ზურაბ ალავიძემ წარუდგინა. ”სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სივრცითი მოწყობა იქნება, ამ მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი დღის წესრიგი არსებობს. ასევე, სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით მუშაობა. აქტიურად ჩავერთვები ამ გეგმების განხორციელებაში“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. სამთავრობო ცვლილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილი 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.