- Advertisement -

რეგიონული განვითარების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ორი პროექტია დაფინანსებული

რეგიონული განვითარების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ორი პროექტია დაფინანსებული. სამუშაოების შესასრულებლად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

“სოფელ სამრეკლოში შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, ქალაქ დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩასა და ასევე რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. მთლიანობაში მოთხოვნა გვაქვს 3 339 876 ლარზე, ამჟამად პროექტები შესყიდვის პროცესში ვართ. რომელ პროექტსაც შევისყიდით, პარალელურად ვაგზავნით რეგიონული განვითარების ფონდში და გვიფინანსებენ. ამ თანხით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, მოეწყობა გარე განათება და სპორტული მოედანი,,- განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ, დავით ფხოველშვილმა.

მთლიანობაში, დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციაზე 319 336 ლარი დაიხარჯება, ხოლო სოფელ სამრეკლოში შიდა გზის მოსაწყობად 373 990.

Comments
Loading...