- Advertisement -

რეგიონული განვითარების ფონდიდმა ახმეტის მუნიციპალიტეტში რვა პროექტი დააფინანსა

ამ დროისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან ახმეტის მუნიციპალიტეტში რვა პროექტია დაფინანსებული

“რეაბილიტაცია ჩაუტარდება დუისი-წინუბნის დამაკავშირებელ გზას, ქალაქ ახმეტაში ოდელაშვილის, ევდოშვილის, ბარათაშვილის, მარჯანიშვილისა და ახმეტის ქუჩებს. სოფელ მატანსა და სოფელ აწყურში კი ჭაბურღილები მოეწყობა. პროექტების ღირებულება შეადგენს 1 499 690 ლარს. ზოგი პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, ზოგზე კი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერია გამოცხადებული. მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდში მთლიანობაში სულ 4 200 000 ლარის პროექტები უნდა წარვადგინოთ. პროექტები გარკვეულ ინსტანციებს გადის როგორც ექსპერტიზის, ასევე ზედამხედველობის კუთხით,“- განაცხადა ახმეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

Comments
Loading...