- Advertisement -

რეზერვისტებმა თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას ოფიციალურად იწყებს. პროგრამის მონაწილე რეზერვისტებმა დღეს თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ფიცი დადეს.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი , გენერალ- მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ. მათ რეზერვისტებს აღნიშნული პროგრამის დაწყება პირადად მიულოცეს და საპილოტე პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

დღესვე უწყების წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის ქართველ სამხედრო მოსამსახურეები სპეციალური მედლებით დააჯილდოვეს.

ასევე, დააჯილდოვნენ ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამხედროები და მოქალაქეები სხვადასხვა სინჯის მედლებით და სიგელებით.

Comments
Loading...