- Advertisement -

რიკოთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტო ტრანსპორტის მოძრაობა

ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება

🔵 ამ დროისათვის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება

Comments
Loading...