- Advertisement -

რიონის ხეობაში მოსახლეობი პროტესტი გრძელდება-ადგილზე ასევე რჩებიან სამართალდამცველები

რიონის ხეობაში მოსახლეობი პროტესტი გრძელდება-ადგილზე ასევე რჩებიან სამართალდამცველები

სოფელ გუმათთან, საიდანაც რიონის ხეობის გზა იწყება, მესამე დღეა პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე კარავი გაშალეს ,,რიონის ხეობის მცველებმა”.
,,ვხედავთ რომ რეპრესიულ მეთოდებს მიმართავს ხელისუფლება. კანონიერ უფლებას უზღუდავს ადამიანებს რომ პროტესტის ძირითად ადგილას მივიდნენ და შევიკრიბოთ ჩვენს კარვებთან ნამოხვანში. ამიტომ აქ გავშალეთ დამატებითი კარავი და ორი ლოკაცია გაჩნდა ამ ხეობაში სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ხოლმე მორიგეობას.სამომავლო გეგმა კი ამ პროცესებზეა დამოკიდებული .ახლა ვგეგმავტ ჩავატაროთ მასშტაბური აქცია დედაქალაქში და მოვემზადებით ამისთვის.”-განაცხადა მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის “წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა.

Comments
Loading...