- Advertisement -

“რიონის ხეობის მცველები” დაკავებულ აქტივისტს სოლიდარობას უცხადებენ

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მოაწილეები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და მათი მხარდამჭერის დაკავება გააპროტესტეს. ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ გუშინ სოფელ საყულიაში დააკავა.

დაკავებულს ბრალი ხვალ წარედგინება. აქტივისტები ხვალ საქალაქო სასამრთლოსთან აქციას აანონსებენ. ირაკლი მუკბანიანის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ქონდა ადგილი.მის თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

Comments
Loading...