- Advertisement -

რიჟვაძე: დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის

„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის“ -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ანბანის კოშკთან გამართულ „ევროპულ დღეებზე“

“ევროპის დღეები“ ბათუმში ხალხმრავლობით იყო გამორჩეული. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი „ევროსოფელი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე „ევროპის დღეების“ სტუმრებს მიესალმა, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ქვეყნისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ბათუმის ანბანის კოშკთან შეკრებილი უამრავი ადამიანი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ურყევი ნებისა, რასაც ჩვენი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა ჰქვია.

ანბანის კოშკის ტერიტორიაზე ინფორმაციული და გასართობი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებაზე თემატური სტენდები საქართველოში ევროკავშირის პროგრამებს ასახავდნენ და იმ შესაძლებლობებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

ევროპის დღეების წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს.

ღონისძიება საღამოს ღია ცის ქვეშ ნათია თოდუას და „ვაკის პარკის“ კონცერტით დასრულდება.

Comments
Loading...