- Advertisement -

როგორ შეიცვალა “ლუღი”-ს ცხოვრება რამდენიმე დღეში

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პატარა გოგონას მოკლე ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, მას ზედმეტსახელად “ლუღი”-ც შეარქვეს.

როგორც გაირკვა ეს გოგონა, სახელად ქრისტინე მარტვილში ცხოვრობს. რადიო “ათინათის” მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია, მამა უმუშევარი და  სწორედ ამის გამო მისი უამრავი ნატვრა აუსრულებელი რჩება.

თუმცა,”ლუღი”-ს სურვილები მალევე, კეთილი ადამიანების მეშვეობით ასრულდა.

გუშინ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ამცნო, რომ ქრისტინე ფანჩვიძე მისი სტიპენდიანტი გახდებოდა.

“5 წლის ქრისტინა ფანჩვიძეს დიდი ჭყონიდან, რომელიც მეტსახელით ,,ლუღი” გახდა ცნობილი, გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. როგორც აღმოჩნდა, ახლა მის ოჯახს მთლად ვერ ულხინს და პატარა ქრისტინეს ეს სტიპენდია ოცნებების მეათასედს მაინც აუხდენს”, – წერს კეკელიძე.

ქრისტინე ნანატრი კომპიუტერი, ველოსიპედი და სხვა საჭირო ნივთები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დღეს თავად მიუტანა.

ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ გუბერნია ამ ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნებს და ქრისტინეს მამას დაასაქმებს.

კეთილი ადამიანების ჩართულობით, ქრისტინესტვის ერთ დღეში 6 000 ლარიც შეგროვდა.

ანგარიშზე ჩარიცხვა და “ლუღი”-ს გახარება ნებისმიერი მსურველს შეუძლია.

საქ.ბანკი:
#GE42BG0000000649707800

თიბისი ბანკი
#GE97TB7581745061100025
პ/ნ
19001029497
ს.ფ.

 

Comments
Loading...