- Advertisement -

როლანდ ისაკაძე: მოწამეთაში სამუშაოები არ ყოფილა შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან

მოწამეთაში, ერთ-ერთი ისტორიული კოშკის ნაწილის შელესვასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებმა პირველადი მოკვლევა ჩაატარეს.

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, როლანდ ისაკაძე აცხადებს მოწამეთას მონასტერში ბოლო პერიოდში ჩატარდა დიდი რაოდენობით სარესტავრაციო სამუშაოები, თუმცა ის ადგილი რომელის ნაწილიც გალესეს არის კოშკი, რისი საშულებითაც შევდივართ მონასტრის შიდა ტერიტორიზე.

"ეს კოშკი არის ისტორიული ციხე-სიმაგრის ნაწილი, რომელიც იდგა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე იქ იყო ტაძარი, რომლის საფუძველზეც არის აგებული დღევანდელი ტაძარი, რომლის მსენებლობაც დაწყებულია 1842 წელს. კოშკი არის ორ სართულიანი, ზედა სართული შედარებით ახალია, შესაძლოა მე-19-ე საუკუნეში გადაკეთებული, ხოლო ის ნაწილი რომელშიც დღეს ხდება გავლა არის მეექვსე საუკუნის.

იქ იყო შელესილობა გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების, რომელიც იყო შეღებილი და მონასტრის წინამძღვრის განმარტებით ეს შეღებილობა ცვიოდა ძირს და იყო ჩამოშლის საფრთხე და გაკეთდა ის რაც ვნახეთ დღეს. სამწუხაროდ ეს სამუშაოები არ ყოფილა შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ადგილზე ჩამოვა სპეციალისტთა ჯგუფი და გადაწყვეტს, თუ კი შეიძლება ამ შლესილის დარჩენა ადგილზე, ან გადაკეთება, ან იმ ფერის ჩაქრობა ამას გადაწყვეტს საბჭო"- განაცხადა როლანდ ისაკაძე.

ცნობისთვის, მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის შესასვლელთან არსებულ ერთ-ერთი ისტორიული კოშკის შიდა მხარე თაბაშირით შელესეს.

Comments
Loading...