- Advertisement -

რუისპირის მოსახლეობა საპროტესტო აქციას კვლავ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით მართავს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ და ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვენ. ამ მითხოვნით სოფელმა რამდენიმე კვირის წინ სასამართლოსაც მიმართა და სასამართლო სხდომა 30 მაისს ჩაინიშნა. თუმცა რუისპირის მოსახლეობა აცხადებს, რომ გასხვისებულ ტერიტორიაზე სასამართლო დავის მიუხედავად სამშენებლო სამუშაოები მაინც გრძელდება. 

აქციის ნონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ 12 ჰექტარი მიწა 2017 წელს ფარულად გაყიდა. მოსახლეობამ თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გადაკეტვაც სცადა, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

Comments
Loading...