- Advertisement -

“რუსეთი ოკუპანტია”, “იძებნება” – ქუთაისის მერიის შენობის გარე ფასადზე წარწერები გამოჩნდა

“რუსეთი მტერია“, "რუსეთი ოკუპანტია“, "იძებნება" – ამგვარი შინაარსის წარწერები ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადზე გამოჩნდა. მსგავსი წარწერების მერიის შენობაზე გადატანის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია“.

"ევროპა ჩვენი სახლია“-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, მათ მერიის შენობაზე ოკუპაციის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს, რასაც მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან პლაკატების ჩამოხევა და მათი მისამართით დაჯარიმების მუქარა მოჰყვა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ქუთაისის მერიის პოლიტიკა გაურკვეველია. მათი განმარტებით, მერიის ფასადზე გაურკვეველი შინაარსის წარწერებია, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ მათი პლაკატების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

„თუ მერიის პოლიტიკა შერჩევითი არ არის, ადგნენ და დაგვაჯარიმონ. 25 თებერვალს, ჩამოხსნეს და გვითხრეს, რომ დაგვაჯარიმებდნენ, თუმცა პლაკატების ჩამოხევას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და გაჩერდნენ. დღესაც ანალოგიურად გავაკარით პლაკატები და ველოდებით მერიის რეაქციას,“-ამბობს „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

ქუთაისის მერიაში ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებენ.

Comments
Loading...